როდესაც შეიქმნა ვირი, მას უთხრეს, რომ:
- ის იქნებოდა ვირი, იმუშავებდა გათენებიდან დაღამებამდე დაუღლელად, ზურგზე დიდი ტვირთი ექნებოდა აკიდებული. არ ექნებოდა ინტელექტი და იცხოვრებდა 50 წელს.
ვირმა უპასუხა: - მე ვიქნები ვირი, მაგრამ 50 წელი ძალიან ბევრია ასეთი წამებისთვის, მხოლოდ 20 მომეცი ...
ვირს აუსრულდა ეს თხოვნა ...
შემდეგ შეიქმნა ძაღლი და უთხრეს:
- შენ იქნები ძაღლი, დაიცავ ადამიანის სახლს ... იქნები მისი საუკეთესო მეგობარი. იმას შეჭამ, რასაც ის მოგცემს. და გაძლევთ 30 წელს ...
ძაღლმა უპასუხა:
- დაე ვიყო ძაღლი ... მაგრამ 30 წელი ძალიან ბევრია, მხოლოდ 15 დამიტოვე ...
ძაღლს აუსრულეს ეს თხოვნა ...
შემდეგ შეიქმნა მაიმუნი და უთხრეს:
- შენ იქნები მაიმუნი, ტოტიდან ტოტზე იხტუნავ