777 საქართველოში ჩამოსული რუსი პოეტი ესენინი, ქართველმა პოეტებმა რესტორან “სამადლოში” დაპატიჟეს. ესენინმა სთხოვა მწვანე ბალახზე გაეშალათ სუფრა. ამ დროს რესტორანთან რამდენიმე მეურმემ გაიარა. ესენინმა სთხოვა დაგვლოცეთო. ერთმა მეურმემ ყანწი გამოართვა და უთხრა: "ცოტა გვერდზე მიდექ, თამარ მეფის ოქროს ქოშის ნაკვალევი არ წაშალო, თუ ვერ ხედავ, დაიჩოქე, მიწას შეუბერე და გამოჩნდება. ასეა, ჩემო “ძმისწულო”, ქართველები ჩვენს წმინდა მიწაზე ვდგევართ. ხშირად ვიჩოქებით და ვკოცნით წინაპრის ნაფეხურს. ძალაც იქიდან გვეძლევა. ამიტომ არის, რომ მტერი და დუშმანი ვერ გვერევა, ეს იმათი დიდებისა იყოს, ვისაც აქ გაუვლია, კვალი დაუტოვებია, ხატი და სანთელი უდიდებია, თვითონ თავი გაუწირია და ჩვენი მიწაწყალი დაუცავს, ჩვ