არც არავისზე მეტი გახლავართ...
არც არავისზე რამით ნაკლები....
ერთი უბრალო გულის პატრონი
ზოგჯერ უბრალოდ სხვის გულს ვაკლდები..
მე ორპირობა არ შემიძლია
როცა ცრუობენ მართლა სხვა ვხდები...
და ვინც ვიყავი მათთვის ოდესღაც
ვიცი ვერასდროს ვეღარ გავხდები....
არც არავისზე მეტი გახლავართ
არც არავისზე რამით ნაკლები....
მე თქვენს ღირსებებს ვაკვირდებოდი....
თქვენ კი მოძებნეთ მხოლოდ ნაკლები....
ხოდა ამიტომ, აღარც მჭირდება
რაც მოვიპოვე ჩემი წვალებით
უბრალოებას უფრო ვაფასებ
ვიდრე ნიჭს დიდი ამპარტავნებით...
...ანი ნოზაძე...