ქალს გული არასდროს, არასდროს ატკონო,
თუ გიყვარს უფლისკენ აღაპყრე ხელები,
ეცადე ცრემლები არასდროს ადინო
და თუნდაც დაღალე მუდმივი ფერებით...
უყვარხარ? იცოდე ღმერთამდე მიგიყვანს,
სიყვარულს მერწმუნე არა აქვს საზღვრები,
თვალებში უყურე ყოველთვის, ყოველ წამს
და ამ დიდ გრძნობას დაუნთე სანთლები...
თუკი გაგებუტა დროა რომ დაფიქრდე,
შენს თავში ეძებე მაშინვე მიზეზი,
მერე მოეფერე, ხელში აიტაცე
და ჩუმად აკოცე გაბუტულ ტუჩებში...
ქალს ზოგჯერ უხდება გაბუტვაც ძალიან,
როცა გიყურებს და ბუზღუნებს თავისთვის,
თუნდაც მტყუანი იყოს, მაინც მოეფერე,
მიდი და აკოცე მოწყენილ თვალებში...
იცოდე არასდროს, არასდროს ატკინო,
ყოველთვის იყავი გრძნობებთან მართალი,
ქალი სუსტია, მაგრამ შენ გახსოვდეს,
რომ მხოლოდ მისით ხარ ღმერთამდე