რა მოხდა მერე,ზოგჯერ თუ ცივა,
რომ ყინვა ბორკილს ადებს ამინდებს.
სიცივე წავა და საღაც მივა...
დრო უნდა ამას,დრო,რომ წავიდეს...
და მერე სითბო მოფენს გვირილებს,
გაირუჯება მზეზე ყვავილი...
დაგავიწყდება ყველა სიცივე,
ის რომ იყავი ასე დაღლილი.
გადამწვანდება ველზე ბალახი,
ჩამოეშვება მზიდან სხივები.
იასამნების სურნელით ტკბობა,
გამოგაცოცხლებს,გამოფხიზლდები....
მოვა მარტი და თებერვლის ყინვებს,
სადღაც უშორეს მთებზე მოისვრის.
გაზაფხულდება ისე ლამაზად,
რომ მოსაწყენად ვეღარ მოიცლი.
ია ნანეიშვილი