ძმავ, შენზე მონატრებამ პატარა ლექსი დამაწერინა და გთხოვთ შემიფასოთ...
სად გეძებო!!!
სად გეძებო, სად გიკითხო,
რომელ ფოთოლს ვეჩურჩულო?
შენი საამაყო სახე
ვის ვავედრო, სად ვიხილო?
ასი წელიც რომ გავიდეს,
მაინც ვერ დამეკარგები,
მუდამ იცოცხლებს ჩემს გულში,
შენი კეთილი ზრახვები.
თვალცრემლიანი დაგვტოვე,
ქარს გავატანე ფიქრები,
შენ ჩვენი სალოცავი ხარ
და მუდამ ასე იქნები.
შენს ნამოღვაწარს, ვაფასებ
და სულს მითბობს სიამაყე,
გამოვყვები ნაფეხურებს,
გულში ძლიერ ვიამაყებ.
სულ არ მინდა დავიჯერო,
გაგვიფრინდი ცისქვეშეთში,
შენი სახით სიკეთე და
სიკეთის ქმნა დარჩა ჩემში.
მამუკა წულუკიძე