- ცუდ ხასიათზე ხარ?
-არა. ჩვეულებრივზე...
-გენატრება?
-არა, ახლა აღარ მენატრება.
-სხვა დროს მოგნატრებია?
-გაგიჟებამდე...
-გიტირია?
-ცრემლის დაშრობამდე მიტირია.....
-წვიმაში გიცეკვია?
-არა, მაგრამ ვიცეკვებ.
-გიპოვნია?
-ჩემი მეგობრები, ისინი ვინც ყველაზე ძვირფასია რაც გამაჩნია.....
-დაგიკარგავს?
-თავი დამიკარგავს...
-შეგშინებია?
-მარტოობის ახლაც მეშინია.
-გწყენია?
-ბევრჯერ...
-დაგიწერია?
-ჩემს ცხოვრებას ყოველდღე მე ვწერ..
-გინანია?
-უაზროდ დაკარგული დრო და უთქმელი სიტყვები...
-წარსულზე გიფიქრია?
-ყოველ ღამე....
-ღამე გაგითენებია?
-მზის მოლოდინში....
-გითქვამს, რომ გიყვარს?
-თვალებით.......
-სიკვდილზე დაფიქრებულხარ?
-ხან და ხან მინატრია...
-ისევ განიცდი?
-აღარ...
-იმედი?
-იმედი ყოველთვის
,გული მტკივა,ქვეყანა იღუპება! იმის მაგივრად რომ ახალგაზრდებს სტიმული მისცენ, დაასაქმონ, ჯანმრთელი ცხოვრების წესი ასწავლონ, მოწევისკენ აზარტული თამაშებისკენ და დაღუპვისკენ მოუწოდებენ. ამიტომ ჩაკიდეთ მშობლებო თქვენს შვილებს ხელი და არ გაუშვათ, არ გაუშვათ დაღუპვისკენ. ჩვენს სამშობლოს მოაზროვნე, ჯანსაღი, ჯანმრთლი ახალგაზრდობა ჭირდება"...
თენგიზ არჩვაძე