ქრისტე აღსდგა
------------------------------
ქრისტე აღსდგა!
წამებული ჩვენთვის,
ქრისტე აღსდგა!
ქრისტე აღსდგა
მკვტრეთით!
ჭეშმარიტად!
ჭეშმარიტად!
გესმით!?
ვაგრძნობინოთ,
რომ გვიყვარს და
ვეტრფით!
მოდით ხალხნო,
დავუფასოთ გარჯა,
უცოდველის,
ცოდვილთათვის
დასჯა,
ჩვენ სულთათვის,
ქრისტე ეცვა ჯვარსა,
ქრისტეს ჯაფას,
ნუ გავატანთ ქარსა,
თვის ტკივილზე,
არ ფიქრობდა ქრისტე,
არ აკრთობდა
წამება და ლანძღვა,
პატიებას ჩვენსას
სთხოვდა მამას,
დავაფასოთ ხალხნო,
ქრისტეს ტანჯვა!
//ავტორი ნარგიზი ჯაფარიძე//
ალბათ შევიცვალე, წლებიც მომემატა, თმისაც შევიცვალე ფერი, ალბათ გემოვნებაც ცოტა გამიმკაცრდა - - ახლა სისადავე მშვენის... ახლა ძველებურად აღარ ვიბუტები, არც მსურს ამიტაცონ ხელში, როცა სულში წვიმს და როცა ავდარია, ვხვდები - - მეც ბევრ რამეს ვხვდები... ახლა ხასიათიც ალბათ შემეცვალა, ახლა ვერ ვტყუვდები ბევრ გზის, უკვე გავიზუთხე ყველა ნიღბის კითხვა, ყველას მივუტევე თმენით... ზოგი დამეკარგა, ზოგსაც დავეკარგე, გულით ახლობლებთან ვრჩები, ყალბი მეგობრებიც გზა-გზა დაიფანტნენ, ამას დრო გადის და ვხვდები. ვხვდები, რომ ყოველდღე უნდა გაიზარდო, უნდა გაიშალო მხრებში, თუ კი ასჯერ გზაში სადღაც ჩაიმუხლე, მაშინ ასმეერთედ დგები... ............................... ალბათ შევიცვალე, წლებიც მომემატა, ხშირად საკუთარ თავ
პოეტური სილაღე
ლურჯ ტალღებთან შუა ზღვაში
აუ, სად არ ვიარე
ქარიშხალი ქარიშხალად
მაინც არ ვაღიარე.
ვესტუმრე და მოვეფერე
სტრიქონების ღია ველს,
და შავი ზღვის შფოთი ტალღა
ლურჯად გავაღიავე.
პოეტური ვნება მთხოვდა
თუ მომირჩენ იარებს
ჩემი გული ამ დიდ ომში
სიბრძნეს გაგიზიარებს.
სიყვარულის ხათრით მითხრა
გთხოვ სარკმელი შეაღე
არასოდეს დაივიწყო
პოეტური სილაღე.