ვეხვევი ფიქრში. არ ვიცი, ასე რამ შემაყვარა შენი თავი და შენი ხატება. ვფიქრობ, პასუხი ვერ გამიცია არ ვიცი არა რა მემართება. ხშირად სევდიან უმთვარო ღამეს შენზე ვარსკვლავებს ვესაუბრები, ყველა მათგანში ვხედავ შენს სახეს და მონატრებულს გეჩურჩულები. ასე ვსაუბრობ შენთან მთელ ღამეს მომეპარება დილა ფარულად, უშენოდ ალბად გაივლის ეს დღეც, თვალს დამისველებს ცრემლი მალულად. ჩვენს მეგობრობას და ჩვენს სიყვარულს სიცოცხლესავით გავუფრთხილდები შენთვის მოვაწყობ გულში გალიას და ვეღარასდროს გამიფრინდები
ღამის ფიქრებს ფიქრები ჩუმად ემატებოდა.
არ ვიცოდი ვინ ან რა რატომ მენატრებოდა.
სად ვიპოვე? სად შევხვდი? და საით გამქცევია
დაუძინარ სიზმრებად რატომ გადამქცევია.
რწმენის წმინდა სანთლები ვისთვის მიშუქებია
და ეს გული უსიტყვოდ ვისთვის მიჩუქებია.
მარტოობით დაღლილი თვალებს რისთვის ვისველებ
ვის ვპოულობ? ვის ვკარგავ? ვის ვეძახი? ვის ვეძებ?
გრძნობა იყო თუ არა, ასე რატომ განვიცდი.
მეყვარება? თუ მიყვარს? მიყვარდა კი? არ ვიცი.
ღამის ფიქრით ნავალი სად ვიყავ და სად არა,
თავთან დიდი ვიყავი, ღმერთთან ისე პატარა,
რომ ფიქრებთნ დარჩენილს ღამეს ღამე მითევდა.
ნუთუ მართლა ეს ქალი ამდენს მატო იტევდა?!
ღამის ფიქრებს ფიქრები ისევ ემატებოდა.
გათენება, მზის სხივი, სითბო მენატრებოდა
სევდა მახრჩობს
----------------------
სამი დღეა განუწყვეტლივ წვიმს,
ლამის ცრემლი მთლად გაიშროს ზეცამ.
სამი დღეა რაც გაძლება ჭირს,
ლამის სულმთლად მომინელოს სევდამ.
მომენატრა მზე სხივების მფენი
და დღეები სიხარულით სავსე,
როცა მზეა სულს სიმხნევე შვენის,
ხალისით და ენერგიით მავსებს.
მაშინ ისე სწრაფად გადის დრო რომ
ვეღარცა ვგრძნობ მარტოობის სევდას,
დილიდანვე განუწყვეტლივ ვშრომობ
და ჩემს თავსაც ბედნიერსა ვხედავ.
ახლა?ახლა ჩამოიქცა ზეცა,
არცა ფიქრობს გზა დაუთმოს დარებს,
მე კი ისევ ისე მახრჩობს სევდა,
ლამის მართლაც თან გადავყვე დარდებს.
/მანანა ბოჭორიშვილი/