× × × × ×
როგორ ვარ? - ნუ მკითხავ, უშენოდ ავად ვარ,
უფერო ცხოვრებამ უზომოდ დამღალა,
ამ ქვეყნად სულ მარტო, ეული დავდივარ,
დავბერდი, მეც თმებში გამიჩნდა ჭაღარა.
დრომ უცებ წაიღო ბავშვობა, წამართვა,
ვიგონებ წარსულს და იმ ღამეს მთვარიანს,
ეხლა კი ჭაღარა, ხნიერი დამარქვა,
რა ვუთხრა გულს, სევდით სავსეს და დარდიანს?
ნახევარ ცხოვრებას გავცდი რა ხანია,
მაინც შენ დაგეძებ სხივჩამქრალ თვალებით,
თუმცა ყველაფერი უკვე გვიანია,
რა ვუყო, სინანულს ვერ დავემალები.
ამ გულის ფეთქვა ხარ, ისევ რომ უყვარხარ,
ვერ არჩენს, ვერ ჰკურნავს დრო სულის იარებს,
შენ ჩემი ლექსების რითმა და მუზა ხარ,
ფიქრი ხარ, რომელიც შენს ირგვლივ ტრიალებს.
დაბრუნდი, ხომ ხედავ დრო როგორ გაფრინდა,
უშენოდ ყოფნას მე უზომოდ განვიცდი,
იქნებ ცხოვ
× × × × ×
როგორ ვარ? ნუ მკითხავ,უშენოდ ავად ვარ,
უფერო ცხოვრებამ უზომოდ დამღალა,
ამ ქვეყნად სულ მარტო,ეული დავდივარ,
დავბერდი მეც თმებში გამიჩნდა ჭაღარა.
დრომ უცებ წაიღო ბავშვობა,წამართვა,
ვიგონებ წარსულს და იმ ღამეს მთვარიანს,
ეხლა კი ჭაღარა,ხნიერი დამარქვა,
რა ვუთხრა გულს სევდით სავსეს და დარდიანს.
ნახევარ ცხოვრებას გავცდი რა ხანია,
მაინც შენ დაგეძებ სხივჩამქრალ თვალებით,
თუმცა ყველაფერი უკვე გვიანია,
რა ვუყო, სინანულს ვერ დავემალები.
ამ გულის ფეთქვა ხარ ისევ რომ უყვარხარ,
ვერ არჩენს,ვერ კურნავს დრო სულის იარებს,
შენ ჩემი ლექსების რითმა და მუზა ხარ,
ფიქრი ხარ რომელიც შენს ირგვლივ ტრიალებს.
დაბრუნდი ხომ ხედავ დრო როგორ გაფრინდა,
უშენოდ ყოფნას მე უზომოდ განვიცდი,
ცხოვრება იქნება დაგვეწყ