777 ჩემო ძვირფასო ქალბატონებო, ყველას გილოცავთ დედის დღეს - მნიშვნელობა არ აქვს, დედა ხართ თუ არა. დედა ხომ მაინც გყავთ, ეს კი დიდი სიმდიდრეა. სანამ დედა გყავს, არ დაბერდებიო, ნათქვამია...
გაზაფხულივით ლამაზი, ფერადოვანი და სიცოცხლით სავსე ყოფილიყოს თქვენი ცხოვრება, დედებო თუ მომავალო დედებო. მუდამ მშვიდად ყოფილიყავით შვილების, მეუღლეების, ახლობლების კარგად ყოფნით, მათი წარმატებებით. ყველა თქვენგანის გვერდით ყოველთვის ყოფილიყოს ისეთი ადამიანი, ვინც თქვენი ნიჭის, შესაძლებლობების რეალიზების საშუალებას მოგცემთ, თქვენი ჭირ-ვარამის გამზიარებელი და ცხოვრების ნებისმიერ ეპიზოდში თქვენი გულშემატკივარი იქნება.
სიმბოლურია, რომ დედის დღე გაზაფხულის დასაწყისშია - ერთიც და მეორეც ხომ სიცოცხლის საწყის