სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციაა გავრცელებული, ძლიერი, შეტევითი ხველა ახასიათებს და უმეტესად ბრონხოსპაზმი ახლავს თან. საკმაოდ ხანგრძლივად გრძელდება დაავადება. შესაძლოა ტემპერატურის მომატებას ადგილი არ ქონდეს, მაგრამ ხველა მყეფავია ყივანახველასავით და ძალიან შემაწუხებელი. ზოგი ავადმყოფი აღნიშნავს ყნოსვის და გემოს დაკარგვას. სითხე საკმაო რაოდენობით უნდა მიიღოთ, ნახველი რომ გათხევადდეს და გამოიყოს. ცხადია, სიგარეტი არ უნდა მოწიოთ, რადგან ფილტვის ქსოვილს კიდევ უფრო დააზიანებთ და რეგენერაცია გართულდება. ქიმიური პრეპარატები- ხველების საწინააღმდეგო და ამოსახველებლები მაინცადამაინც ეფექტური არ არის. კარგია ევკალიპტის ნახარშით ინჰალაცია, გვირილის ნახარშის ინჰალაცია; დაფნისა და ჯინჯერის ფესვის ნახარ