***
ჩემი გზის სირთულე
დიდად ვერ მაშინებს
ღიღინით მივყვები
სავალს.
ვალები არ მიყვარს,
ცხოვრებას არ ვერჩი,
სიცოცხლით ვისტურებ
თავანს.!
სუსტებთან სუსტი ვარ,
ძლიერთან ვძლიერობ,
განა დარდიანი
დავალ?
სადაც ზედმეტი ვარ,
წუთიც არ ვჩერდები,
კარს გავიხურავ და
წავალ!
2023