სად არიან
__________
სად არიან უკვდავი პოეტები,
რომელ ბაღში დასეირნობ ტიციან,
გალაკტიონ, "თქვენ პოეტი ბრძანდებით"
ჩუმად მაგრამ ამას ისევ მღერიან.
__________
სად არიან უკვდავი პოეტები,
ალბათ ქმნიან ახალ შემოქმედებას,
გრანელი და დიდი ბარათაშვილი,
აკაკი და ის მართალი ილია.
__________
სად არიან უკვდავი პოეტები,
ვაჟაი და თუნდაც ჯაბუშანური,
სად არიან? ჩვენს გულებში ცოცხლობენ.
იქ დაიდეს ბინა-გამოქვაბული.
__________
/გიორგი ზუბიტაშვილი/
09.03.2019/11:57
"ოქროს ყანებზე გაინავარდებ"
(მთის მოტივზე)
__________
საოცარია და საკვირველი,
შენზე ფიქრები რომ მომერია,
ვიცოდი განა რომ შენი გული,
ჩემი გულისთვის ჩაკეტილია.
__________
ამ შუაღამეს დავდივარ ფიქრით,
და ამ ფიქრებში ვრჩები თან და თან,
და თუ გიპოვნე როგორ მოვიდე,
ან როგორ გითხრა შენ, ეს ბალადა.
__________
მე ყინული ვარ მაგ შენ თბილ გულში,
და ეგ ყინული ვერ გამილღვია,
მე ჩემი გულის რჩენა ვინატრე,
და შენმა გულმა სულ გადამრია.
__________
რა ლამაზია ამ ღამით მთვარე,
ვით ეს სიტყვები და ისტორია,
როგორი ცივი ქარი ჰქრის ალბათ,
რომ შენ, ნიავიც ვეღარ გიგრძვნია.
__________
ოქროს ყანებზე გაინავარდებ,
და რაღად გინდა შენ პურის ყანა,
ვერცხლის თასიდან წყალს დალევ ვიცი,
და რად გჭირდება თ