შენს სიყვარულში დავიქანცები რავქნა მიზიდავს ჩია ქალები.ჩემი ცხოვრება უშენოდ ნულია კვლავ დაგიბრუნე ალილუიია. სულ ერთად ვიქნებით ხელი ხელს ჩაგკიდებ მანქანის სარკეზე ბრელოკად დაგკიდებ იცოდე ვერსად ვერ გამექცევი ჩემი მანქანა შენზე სწრაფია დღეს გლობუსივით უნდა ვიისწავლო შენი სხეულის გეოგრაფია სათუთად მოგექცევი ენეერგიულო პირველ ღამეზე არ ინერვიულო.
დღეს დილით შენზე ფიქრმა გამაღვიძა... თვალები გავახილე და კიდევ დიდ ხანს ვიწექი. თენდებოდა, ყოველივეს ეძინა, ბურუსი ეხვია არემარეს და მხოლოდ მე მეღვიძა... შენზე ვფიქრობდი... ეხლაც ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ყოველივეს სძინავს, და მხოლოდ მე ვწევარ, მთვარის შუქით განათებულ ოთახში და შენზე ვფიქრობ... ოთახს არამიწიერი ელფერი დასთამაშებს და მეც რაღაც არ ვეკუთვნი აქაურობას... და ძალიან შორს ვარ... გულს კი ტკივილი ეკვრება და მიწაზე მაბრუნებს... მახსენებს რომ შენ შორს ხარ... რომ მე აქ ვარ, უშენოდ, ამ კედლებში გამოკეტილ
ალმოდებული მშვენება მზესი თვალს მიფარვოდა რატომღაც ჩუმად, მტვრიან ქუჩებში დაქროდა ქარი... და აქროლებდა ძველ სევდას მტრულად, თეთრი ღრუბლები გუნდ-გუნდა თოვლის... თავს დასცქეროდნენ უნაზეს სიზმარს, თეთრი ვარდები სამოთხის ბაღის... ხელს შეახებდნენ მარტის გიჟ წვიმას... შავთვალა გოგო იებით ხელში ლაღად ურბენდა ლრჯი ზღვის ნაპირს, ფრთაგაშლილ ხეებს აჩრდილად ექცათ ფერდაკარგული ნათება მთვარის შორს წასულიყო......ლურჯი ზღვის ნატვრა ცის დასავლისკენ მოჩანდა აფრად, შორს წასულიყვნენ ღრუბლები ბროლის..... ცის თაღებს მტრედი სერავდა ლაღად....."
ამ ქვეყნად მოვედი თეთრი ფურცლების უთქმელი გზიდან,თეთრი და სუფთა აზრებით...ჯერ კიდევ შეუცნობელის შეცნობის ხარბი თვალებით...მსუბუქი,ლაღი,თავისუფალი სულით...სუფთა იყო ფურცლები...თეთრი და ნათელი...მას შემდეგ?მას შემდეგ ბევრი გაილია ხაზი...ზოგჯერ ხაზიდან ხაზს გაჰყოლია აზრი დაუსრულებელი...ზოგან კი,ნახევარგზად შეცყვეტილა...სხვას დაუსვამს წერტილი ჩემს მაგივრად...ან იქნებ მე დამისვამს უნებლიედ?არ ვიცი... გზაზე?...ბევრი ტირე...სამი წერტილი...ბევრი ცრემლი,მძიმედ ჩასვენებულ ხაზებს...კიდევ უფრო მეტი კითხვის ნიშანი...რატომ?...ბევრი კითხვა შემორჩა უპასუხოდ,ჯერ კიდევ გადაშლილ ფურცლებს...ბევრი შეცდომა,მერე მუქი ფერით გადაშლილი და გადახაზული...ვნანობ?არა! მე ხომ მოვედი იმ თეთრი ფურცლების გზიდან...იმ თეთრი აზრ
არავის უამბო გზები რად გაიყო,
რად შევრჩით ცალ-ცალკე ცხოვრების დინებას,
არავის უამბო რა მოხდა, რა იყო,
არავის უამბო, გული ეტკინება.
არავის უამბო თუ როგორ მიყვარდი,
როგორ ვოცნებობდი ან როგორ ვბავშვობდი,
არავის უამბო იმ ლამაზ დღეებზე
და არც ის უამბო თუ რატომ დავშორდით.
არავის უამბო გული რად გაცივდა,
თუ როგორ ჩაგვიქვრა ოცნების ლამპარი,
სხვას ნუ მოუყვები ჩვენს შორის რაც იყო,
მე და შენ ვიცოდეთ ლამაზი ზღაპარი".
მე მხოლოდ მსურდა მეამბა შენთვის,
როგორ მიყვარდი,როგორ მიყვარხარ...
თუმცა დამემსხვრა ოცნების ფრეთები
და არც კი ვიცი ახლა ვისთან ხარ.
მე მხოლოდ მსურდა, - არ დემაკარგა
შენი ნათელი თვალების სხივი
და არ მინდოდა სხვისთვის გეჩუქა,
დამათრობელი შენი ღიმილი.
უმთვარო ღამით დავდივარ მარტო
და მწარე ცრემლებს ვტოვებ კვალდაკვალ.
რატომ დაღამდა ლურჯი საღამო,
ან ყვავილები სად დამეკარგა?!
თუმცა დამემსხვარ ოცნების ფრთები
და არც კი ვიცი ახლა ვისთან ხარ,
მე მაინც მინდა გიამბო ისევ
როგორ მიყვარხარ! როგორ მიყვარხარ!!!