სიყვარულს იოლად არ სთმობენ...
*********************************************
სიყვარულს იოლად არ სთმობენ,
სიყვარულს ფერება სჭირდება,
როდესაც სიტყვებით გათბობენ,
სიცოცხლე არ გაგიჭირდება.
სიყვარულს ვინც ეძებს, პოულობს,
მას გულში დამალვა სჭირდება,
ნდობას, გაფრთხილებას თხოულობს,
მაჭარი თანდათან ღვინდება.
სიყვარულს ნურასდროს გათელავ,
ფაქიზი, სათუთი გრძნობაა,
ცეცხლია, მზის შუქთა ნათება,
ანთებულ გულების თრთოლვაა.
სიყვარულს იოლად კარგავენ
და მერე ცრემლებად დნებიან,
მომავალს ფიქრებში ქარგავენ,
შეცდომას მაინც ვერ ხვდებიან.
სიყვარულს ვარდივით ცვარ-ნამი,
მოვლა და გამოზრდა სჭირდება,
თოვლში ვერ აშინებს ზამთარი,
ძალით კი მთას შეეჭიდება.
სიყვარულს კამათით ნუ დაღლი,
სითბო და სიმშვიდე სჭირდება,
იმისთვის ცრ
8 მარტს გილოცავ 8 ვარდით ხელში,
8 ასჯერ გეტყვი მიყვარხარ კარგო,
უზომოდ მინდა ეს წრფელი გრძნობა.
შენს ფაქიზ გულში სათუთად ჩავრგო…
8 ჯერ ჩავხედავ შენს ლამაზ თვალებს,
დავიკარგები უძირო ზღვაში,
მე შენ მიყვარხარ მინდაიცოდე
და არასოდეს არ გაგცვლი სხვაში