Фильтр
Все темы

🔴 ახალგაზრდების ტრენინგი კახეთში

ტრენინგს, რომელიც ლიბერალური აკადემიის პლატფორმის ფარგლებში იმართება ახალგაზრდობისთვის და რომლის დონორიც უცნობია, ზურა-გირჩი ჯაფარიძის ძმა, გია ჯაფარიძე და ასევე კეზერაშვილის ცოლის ძმის, დიმიტრი ჩიქოვანის მოკავშირე ალექსანდრე ზიბზიბაძე ესწრებიან.
ტელეკომპანია „იმედმა“ გადაწყვიტა, რაიმე ინფორმაცია მიეღო ტრენინგის დამფინანსებლის შესახებ, თუმცა მისმა მონაწილეებმა „ქრონიკის“ კითხვებს არ უპასუხეს. უფრო მეტიც, ჟურნალისტს, რომელიც მათგან ინტერვიუს აღებას ცდილობდა, დააბრალეს, მთვრალი ხარო.
საბოლოოდ „ქრონიკის“ მცდელობა უშედეგოდ დამთავრდა - ჟურნალისტმა კითხვებზე პასუხი ვერ მიიღო, დონორის ვინაობა ვერ გაარკვია.
არადა, გულწრფელად მაინტერესებს, რა არის დასამალი, თუ რ
00:59

🔴 ფორთოხლის გამყიდველი გაუჩინარდა

სოციალური ქსელებით ვრცელდება ინფორმაცია, რომ ცნობილი ვიდეოს პერსონაჟმა, ფორთოხლის გამყიდველმა ვიტალი გუგუჩიამ (აი იმან, დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძეს საჩვენებელი გარჩევა რომ მოუწყო) მაღაზია დაკეტა და გაუჩინარდა.
როგორც მედია წერს, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც გეგუჩიას მეგის ქარდავასთან კავშირები ამოუქექეს - ამბობენ, რომ წარსულში ის ქარდავას დაქვემდებარებული გამომძიებელი იყო.
ესეც ვიდეო - თავში თავად ვიტალი გეგუჩია ჩანს (შესახსენებლად ჩავსვით), შემდეგ კი მისი ჩაკეტილ-ჩარაზული მაღაზია.
00:26

🔴 შეჯიბრი სიძულვილში

ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურმა პროცესებმა ხალხი კიდევ ერთხელ (უკვე მერამდენედ) გახლიჩა და ერთმანეთს დაუპირისპირა.
მას შემდეგ, რაც „გამჭვირვალობის კანონის“ მოწინააღმდეგეებმა ოპონენტების მიმართ ბულინგის კამპანია წამოიწყეს და კანონის მხარდამჭერი დეპუტატების სახლების კედლებზე შეურაცხმყოფელი (ზოგის აზრით კი სრულიად სამართლიანი) წარწერების დატოვებას მიჰყვეს ხელი, მეორე მხარემ მათივე იარაღი „აისხა“ და ოპოზიციური პარტიების - „ნაციონალური მოძრაობის“, „ლელოს“, „ახლისა“ და სხვათა ოფისების კედლები გინებებით გადააჭრელეს.

🔴 „შავი ყუთი“ მანქანაში

ევროკავშირმა ახალი რეგულაცია მიიღო, რომელიც 2024 წლის ივლისიდან შევა ძალაში.
ამ რეგულაციის თანახმად, ამიერიდან ყველა ახალ მსუბუქ ავტომობილს, მსუბუქ სატვირთოსა თუ ფურგონს „შავი ყუთები“ ექნებათ, რათა ავარიის შემთხვევაში სპეციალისტებმა მიზეზები ზუსტად დაადგინონ - ისე, როგორც ეს თვითმფრინავების შემთხვევაში ხდება.
ერთადერთი განსხვავება თვითმფრინავებისგან ისაა, რომ ავტომობილების „შავი ყუთები“ ხმას არ ჩაიწერს.
გარდა ამისა, მოწყობილობა არ იქნება დაკავშირებული არცერთ დისტანციურ სისტემასთან და მონაცემების წაკითხვა მხოლოდ მანქანიდან „შავი ყუთის“ ამოღების შემდეგ იქნება შესაძლებელი.
00:10

🔴 კალაძემ და კობახიძემ ხიდი გახსნეს

თბილისში ბაგებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა დასრულდა, რომლის აგებაც 2021 წლის შემოდგომაზე დაიწყო.
ხიდი დღეს საზეიმოდ გახსნეს ქვეყნის პრემიერმა ირაკლი კობახიძემ და თბილისის მერმა კახა კალაძემ.
01:02
ხიდის გახსნა
275 просмотров

🔴 სკანდალი პრესკონფერენციაზე

სოცმედიით ვრცელდება სკანდალური ვიდეო, რომელზეც ჩანს, როგორ არ ართმევს ხელს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი თურქეთში ვიზიტით მყოფ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრ მარკ რუტეს, რომელიც შესაძლოა ნატოს ახალ გენერალურ მდივნად მოგვევლინოს.
რუტე ანკარაში 26 აპრილს იმყოფებოდა, რათა ერდოღანთან უკრაინასა და ღაზაში მიმდინარე ომებსა და ნატოს მომავალზე ემსჯელა.
შეხვედრის შემდეგ ლიდერებმა პრესკონფერენცია გამართეს, რომლის დასრულების შემდეგაც რუტე ფეხზე წამოდგა და ერდოღანს ხელი გაუწოდა ჩამოსართმევად, მაგრამ თურქეთის პრეზიდენტმა ეს ჟესტი არ შეიმჩნია - უბრალოდ მიუთითა, საით უნდა წასულიყო და სად უნდა დამდგარიყო, რომ ტელევიზიებს ხელის ჩამორთმევის მომენტი გადაეღოთ.
კი, მარ

⚽ სიახლე ფეხბურთის ქომაგებისთვის

თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, 18, 22 და 26 ივნისს საქართველოს ნაკრების გულშემატკივრებისთვის მიხეილ მესხის სტადიონზე ღია ჩვენება მოეწყობა.
როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ თქვა, სტადიონზე ოთხსავე მხარეს უზარმაზარი ეკრანები დაიდგმება და ქომაგები პირდაპირ რეჟიმში შეძლებენ მატჩების ყურებას.
აგერ ვიდეო და მოუსმინეთ.
00:44
კახა კალაძე
391 просмотр

🔴 „ენჯეოშნიკი“ დეპუტატებს მკვლელობით ემუქრება

სხვადასხვა უცხოურო ფონდისა და ასევე საელჩოების მიერ დაფინანსებულ-მხარდაჭერილი მედია-პლატფორმა JAMnews-ის წარმომადგენელი, რომელიც სოცქსელში Leo Nafta-ს სახელითაა ცნობილი, საკუთარ აკაუნტზე მუქარის ვიდეოს აქვეყნებს.
ვიდეოში ის მკვლელობით ემუქრება იმ 84 დეპუტატს, რომლებმაც „გამჭვირვალობის“ კანონს დაუჭირეს მხარი.
აი ეს ვიდეოც.

🔴 სასაცილო დაბნეულობა ჯორჯიის შტატში

ჯორჯიის შტატის (აშშ) გუბერნატორმა ბრაიან კემპმა ვეტო დაადო ჯორჯიის სენატის მიერ მიღებულ და მისთვის ხელმოსაწერად გადაგზავნილ კანონპროექტს „უცხოელი პრინციპალების აგენტების“ შესახებ.
გასაგებად რომ ვთქვათ, ეს იგივე FARA-ა, ოღონდ შტატების დონეზე, და ასევე იგივეა, რაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი“, რომელიც საქართველომ − ინგლისურად „ჯორჯიამ − მიიღო.
გუბერნატორმა ეს ვეტო კანონპროექტს ძალიან სასაცილო და აბსურდული მიზეზით დაადო. ახლა, რა იყო საქმე: მაშინ, როცა ბრაიან კემპს კანონპროექტი ხელმოსაწერად გადაეგზავნა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა ოფიციალური განცხადება, რომელიც ჯორჯიაში (ანუ საქართველოში) „კრემლის მიერ შთაგონებულ“ იგივ

🔴 ხევსურები ამერიკულ დოკუმენტურ ფილმში

ვიდეო, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ, 1930-იან წლებში გადაიღეს ამერიკელმა კინოდოკუმენტალისტებმა საქართველოში, კერძოდ, ხევსურეთში.
ნახეთ, რა ლამაზები და სიცილიან-ღიმილიანები არიან ♥

🔴 სანამ „ნაიკს“ იყიდით!

სანამ „ნაიკის“ ფირმის სპორტული ფეხსაცმლის ყიდვას გადაწყვეტთ, ეს ინფორმაცია უნდა წაიკითხოთ, რომ მოტყუებული არ დარჩეთ და რაღაც უხარისხობაში ბევრი ფული არ გადაიხადოთ.
საქმე ისაა, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თბილისში იპოვა საამქრო, რომელშიც ვიღაც უცხო ქვეყნელი (სადაურობა და ვინაობა არ სახელდება) საზღვარგარეთიდან შემოტანილ იაფფასიან სპორტულ ფეხსაცმელებს „ნაიკის“ ლოგოს ადებდა და ისე ყიდდა. ამისთვის ხალხი ჰყავდა დაქირავებული - თვითონ კი არ აკეთებდა.
საგამოძიებო სამსახურმა ამ თაღლითის საამქროსა და მაღაზიაში გასაყიდად გამზადებული 28 ათასზე მეტი სპორტული ფეხსაცმელი და ასევე 61 563 ცალი „ნაიკის“ ლოგო იპოვა. ამიტომაც „გაფსკვანჯეს“ და სისხლის სამართლის სა
00:19
ყალბი „ნაიკი“
157 просмотров

🔴 რა ხდება პარლამენტთან?!

სანამ დეპუტატები პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ და ვეტოს დაძლევისთვის ემზადებიან, პარლამენტთან „გამჭვირვალობის კანონის“ მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
აი, რა ვითარებაა ახლა იქ:

🔴 ნაცმოელ დეპუტატს ცივი წყალი გადაასხეს

ამ წუთებში პარლამენტში პლენარული სხდომა მიმდინარეობს, სადაც ჯერჯერობით პოლიტიკური განცხადებები კეთდება, მოგვიანებით კი პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის პროცედურა გაიმართება.
საინტერესო და, შეიძლება ითქვას, სკანდალური განცხადებები უკვე გაკეთდა. ერთ-ერთი ნიშანდობლივი მოწოდება-შეპასუხება ნაცმოელ დავით ხაჯიშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს შორის გაიმართა.
აგერაა და ნახეთ:

🔴 მთელი სოფელი დაიტბორა

ძლიერმა წვიმამ თელავის რაიონის სოფელი ლალსიყური ლამის მთლიანად დატბორა.
წყალმა ვენახები და სხვა სავარგულები დაფარა.
სტიქიის შედეგების ამსახველ ვიდეოს ადგილობრივები ავრცელებენ.

🔴 დღეიდან ჩინეთთან უვიზო მიმოსვლა ამოქმედდა

🇨🇳🇬🇪 საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩინეთთან უვიზო მიმოსვლა დღეიდან ოფიციალურად შევიდა ძალაში.
როგორც ჩინეთის საელჩო წერს:
„ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთა სავიზო მოთხოვნებისგან ორმხრივად გათავისუფლების შესახებ შეთანხმების“ მიხედვით, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ საქართველოს მოქმედ ორდინალურ პასპორტებს, პეკინის დროით 2024 წლის 28 მაისს 00:00 საათიდან თავისუფლდებიან ვიზის აღების ვალდებულებისგან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე შესვლის, გასვლის ან ტრანზიტით გავლის მიზნით.
ამასთან კონკრეტდება, რომ საქართველოს მოქალაქეს ჩინეთში თითოეულ შესვლაზე ქვეყანაში და

🔴 ზელენსკის სკანდალური განცხადება

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ვარაუდით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჯერ სხვა ქვეყნებთან მოილაპარაკა საიდუმლოდ, რაღაც შეთანხმებას მიაღწია, და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო ომი უკრაინის წინააღმდეგ.
ამის თაობაზე მან The New York Times-თან
https://www.facebook.com/zelenskyy.official/videos/1131922421424056
ინტერვიუში განაცხადა და აღნიშნა, რომ, თუ ეს ასეა, მაშინ ეს უკრაინის უცხოელი პარტნიორების მხრიდან სხვა არაფერია, თუ არა ღალატი.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა:
„[პუტინი] ჭკუიდანაა გადასული, იმიტომ, რომ საღად მოაზროვნე ადამიანი არ დაიწყებს სრულმასშტაბიან ომს სხვა სახელმწიფოს წინააღმდეგ. ის ან გიჟია, ან იცოდა, რომ ამის გამო არ დასჯიდნენ. რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა რაღაც დიალოგი ყოფილიყო სხვა ქვეყნებთან. ამ ვარ

🔴 კალაძე „შენიღბულ ფაშისტებს“ გამოეხმაურა

„ეს არის ერთი პოლიტიკური გუნდი, ფაშისტები, რომლებიც ლიბერალიზმის ნიღბით არიან შენიღბული", - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ, რომელიც ასე გამოეხმაურა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის „ქართულ ქარტიას“.
„ქართული ქარტია", რომელიც პრეზიდენტმა გუშინ წარადგინა, კალაძისთვის იმის დამადასტურებელია, რომ ზურაბიშვილის და ოპოზიცია ერთ ფლანგზე იბრძვიან.

🔴 კომიტეტმა პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნები უარყო

დღეს პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართა, სადაც დეპუტატები საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანთან, გიორგი მსხილაძესთან განიხილავდნენ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მოტივორებულ შენიშვნებს „გამჭვირვალობის“ კანონზე ვეტოს დადებასთან დაკავშირებით.
როგორც მსხილაძემ განუცხადა ოპონენტებს, კანონის მომხრეებს ის არავითარ შემთხვევაში არ აპირებდა „კანონის მუხლობრივ განხილვაში შესვლას“ და არც შეჰყვა.
საბოლოოდ კომიტეტის სხდომა იმით დასრულდა, რომ პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა.
აქვე ერთ ვიდეოსაც შემოგთავაზებთ, რო
00:11
მდინარე ვერე
600 просмотров
Показать ещё