როცა გული ხელის გულებს ათბობს,მაშინ უკვე სიყვარული გათოვს,როცა ხვდები, რომ აღარ ხარ ერთი,როცა გული წამებს ორჯერ ასწრებს,როცა სულიც მასთან ყოფნას ნატრობს,როცა ხვდები რომ შენ უკვე სხვა ხარ,მაშინ მზად ხარ უთხრა მე მიყვარხარ!
მინდა რომ გულში ჩაგიკრა, კოცნით აგივსო თვალები. იცოდე, ჩემზე ძალიან, არავის არ ეყვარები. რაღაც ჩურჩული ჩამესმის, ეს ჩემი გული ხმიანობს, მინდა ხმამაღლა ვიყვირო: –მიყვარხარ ადამიანო!.. შენზე გრძნობებით ავსილმა, მსურს დავიარო ქუჩები და დაგიკოცნო ეგ შენი ულამაზესი ტუჩები. ჩემს გულისნადებს ვერ გეტვი, ჩემს სათქმელს გასცემს თვალები ჩემი გრძნობა რომ გაიგო, უთუოდ შეგებრალები. მე სიბრალული არ მინდა, მე სიყვარული მჭირდება! ვიცი უშენოდ მოვკვდები, სიცოცხლე გამიჭირდება... ეს ჩემი გული გაჰკივის, ეს ჩემი გული ხმიანობს... მინდა ხმამაღლა ვიყვირო:მიყვარხარ ადამიანო