მესხეთი მიყვარს, სადაც მშობა ქართველმა დედამ,
მიყვარს სხვა მხარეც, ყველა კუთხე მშობელი ქვეყნის,
რაც კი პირველად შთამაგონა სახელმა ,,დედა",
დედაშვილური სიყვარული-- მხმობელი ენით.
ჩემი სამშობლოს ნამცეციც კი უსაზღვროდ მიყვარს,
მიყვარს ძლიერი წარსულით და მშრომელი ხალხით,
გაბედოს ვინმემ, უკეთური... უმსგავსო მითხრას
და შემდეგ ქვეყნად მოითხოვოს სოფელი სახლით.
გულს ბილიკებზე დაგდებული ფოთოლიც მიწვავს,
მსურს მოფერება, მისთვის ფრთხილად
გადასმა ხელის,
გულის ტკივილით ხშირად ლექსი ობოლიც მითქვამს,
რადგან დარდი მკლავს ზოგჯერ მწვანედ
გადამხმარ ველის.
მიყვარს მესხეთი, ბევრი ჭირის მნახველი კუთხე,
ახლა კი ლაღი მთით და ველით, ნაკურთხი მხარე,
სულით და ხორცით ქართველს არ მსურს ნათმენი ვწუხდე,
ცუდად რომ ვინმე სხვა შეეხოს ამ კუთხის არეს.
,,ეთო" .აპრილი .2024.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев