"ჩემი შვილის დანაშაულია ავად 11 წლის ასაკში რომ გახდა?" - დედა შვილის სიცოცხლისთვის იბრძვის
ჩვენი თხოვნა ყველამ გავიზიაროთ
"როცა ტომოგრაფიას იღებდნენ, ჩემი ქმარი იქ იდგა და მის სახეს თვალი რომ მოვკარი, მაშინვე მივხვდი, რომ ენით აუწერელი უბედურება გვჭირდა..."
"წამლის ერთ ამპულას რომ ვიშოვით, მე და მამამისი იმის ნაცვლად, რომ ბავშვს ნემსის გაკეთების შემდეგ გვერდით ვედგეთ და წამლით გამოწვეული უმძიმესი რეაქციების გადატანაში ვეხმარებოდეთ, იმაზე ვიწყებთ სირბილს, როგორ ვიშოვოთ მეორე ინეიქციის ფული."
მედეა დავითური ულამაზესი 11 წლის გოგონაა. უყურებ და გიჭირს ადამიანს დაიჯერო რა ტკივილების გაძლება უწევს ამ პატარა, დახატულ გოგოს... დედა გვიყვება, რომ მედეა