... მე მას 3 წლის შემდეგ დავურეკე. რა უცნაურიც არ უნდა ყოფილიყო, მას ნომერი არ შეუცვლია, თითქოს მელოდა კიდეც. როცა ყურმილი აიღო გული ამიკანკალდა. მისი ხმით თუ ვიმსჯელებთ, ბედნიერი უნდა ყოფილიყო, შორიდან ბავშვების სიცილის ხმაც მომესმა,. როცა გავიგონე მისი "ალოო, გისმენთ".. საერთოდ დავკარგე მეტყველების უნარი. მე არ ვიცოდი რა მეთქვა. გამიხარდა რომ მას ყველაფერი კარგად ჰქონდა, მაგრამ ამავდროულად გულიც მეფლითებოდა. როცა 5 წლის წინ ის მეუბნეოდა...რომ ვეყვარებოდი ყოველთვის, დავცინოდი და ვეუბნეოდი, რომ, კიდევ იპოვიდა თავის ბედნიერებას . თუმცა გულის სიღრმეში ვგრძნობდი, რომ ის არ იტყუებოდა. მაგრამ, იმის შემდეგ,როცა მე მისგან მაინც წავედი, იმის შემდეგ...როცა მან ისევ მიპასუხა "ალო, გისმენთ",... ტელეფონ
ლოთი არა ვარ! მთვრალი ვარ,
ღამე თეთრი და გრძელია,
კარგი, გავქრები ხვალიდან,
თუმცა ძალიან ძნელია.
აი, ჩუმად ვარ, მიყურე,
თოვლიც მოვიდა თავნება,
მივყვები წყეულ რიკულებს,
თუმცა აღარსად მთავრდება.
არ ილევიან რელსები,
ვხატავ ღამეთა ნალექებს,
თოვს და ყინვისგან ვსველდები,
ფიქრი მიყინავს საფეთქელს.
დამჩემდა თავის მართლება,
ვიცი, ნელ-ნელა გზიზღდები,
ღამეც ჩემსავით დათვრება,
ღამეს არ უნდა მიზეზი.
ნეტავ შეგეძლოს წამიღო,
ნეტავ გამიძლო, (ვბოდავ) და
ნეტავ საერთოდ არ ვიყო,
ან გადარდებდე ოდნავად.
ლოთი არა ვარ! მთვრალი ვარ,
ღამეს არაა აქვს ნამუსი,
შენზე მაფიქრებს თავიდან,
ცოლივით ზრუნავს ბახუსი.
არ მაკლებს სითბოს, ფერებას,
ფრანი ვარ ცაში ვიჭრები,
ნეტავი რა მემღერება,
ოხ, ამის, როგორ მჭირდები.
რამ პარა რარა,