გ ო ზ ი ნ ა ყ ი...
საჭირო მასალა:
ნიგოზი - 500 გრ.
თაფლი - 250 გრ.
შაქრის პუდრა - 4 კოვზი
მომზადება:
წვრილად დაჭრილი ნიგოზი მოხალეთ ტაფაზე, ისე, რომ გაწითლდეს. გადაიტანეთ სინზე და სული ფრთხილად შეუბერეთ, რათა კანი მთლიანად მოცილდეს.
სქელძირიან ღრმა ტაფაში ჩაასხით 250 გრამი თაფლი და წამოადუღეთ. როგორც კი აქაფდება გადმოდგით, გააჩერეთ რამდენიმე წუთი და დადგით ისევ ცეცხლზე.
როგორც კი თაფლი მშვიდად დაიწყებს დუღილს, ჩაის კოვზით დააწვეთეთ ლამბაქზე და დაელოდეთ. თუ გაციებული, ცომის კონსისტენციის იქნება, დროა ნიგოზი ჩაყაროთ.
ურიეთ ხის კოვზით, რათა ძირზე არ მიიკრას. ათწუთიანი დუღილის შემდეგ დაუმატეთ შაქრის პუდრი და კარგად აურიეთ და გადმოდგით. მიღებული მასალა გაშალეთ ხის სველ დაფაზე და გაა
ყოველ წელს ვაცხობ და ყველას ძალიან მოწონს
პასკა
10 კვერცხი
1.200 შაქარი
3 კგ.ფქვილი
მშრალი საფუარი დიდი შეკვრის ნახევარზე ცოტა მეტი
1 ლიტრა რძე
250 გრამი მარგარინი
250 გრამი კარაქი
1 ჭიქა ზეთი
300 გრამი შავი ქიშმიში,ცუკატები სურვილის მიხედვით
ნახევარ ლიტრა თბილ რძეში გახსენით საფუარი 6 სუფრის კოვზი,1 ჩაის კოვზი შაქარი დაუმატეთ რომ კარგად აფუვდეს
მეორე ნახევარ ლიტრა თბილ რძეში გახსენით ცხიმი,მარგარინი,კარაქი, ნახევარი ჭიქა ზეთი.
ცალკე 10 კვერცხის ცილა კარგად ამოიყვანეთ(ოთახის ტემპერატურის კვერცხის ცილა უფრო კარგად ამოდის),დაუმატეთ 10 სუფრის კოვზი შაქარი,მწიკვი მარილი და კარგად აურიეთ.
ცალკე 10 კვერცხის გულისგან და დარჩენილი შაქრისგან ვაკეთებთ გოგლიმოგლს,კარგად ათქვიფეთ გათეთრებამ
სამარხვო გემრიელი ხრაშუნები
marinasgan
ერთ სუფრის კოვზ საფუარს +ერთ ჭიქა წყლი+ერთი კოვზი შაქარი+ერთ ჭიქამდე ფქვილი,,გავხსნათ კარგად და დავდოთ სითბოში გასაფუებლად,დაახლოებით ნახევარი საათი.
შემდეგ დავამატოთ 500გრ.გამდნარი თბილი მარგარინი(მე ustam-ი გამოვიყენე)ვანილი,შევაზილოთ ფქვილი დაახლოებით 6-7 ჭიქამდე,ფაფუკი და ელასტიური ცომი უნდა მივიგოთ.შევდე მაცივარში დაახლოებით ნახევარი საათი.შემდეგ გავაბრტყელე და მოვაყარე გულის მესამედი,,გადავკეცე და ისევ გავაბრტყელე,ასე გავიმეორე 3ჯერ.შემდეგ ისევ დავასვენე მაცივარში ნახევარი საათით,შეგიძლიათ მაშინვეც გამოცხოთ.
გული ასე მოვამზდე: ჭიქანახევარი შაქარი+ 1ჭიქა გატარებული ნიგოზი,მწიკვი ჯავზი+დარიჩინი,ვისაც მოგწონთ::-)უგემრიელესი გამოვიდა,ხრაშუნა და ფხვიერ
"ყარაყუმის ტორტი"
ეს ისეთი ნამცხვარია აი პირში რომ დნება და უცებ ქრება თეფშიდან
მოკლედ 3 კვერცხი და 2 ჭიქა (200გრამიანი) შაქარი დიდხანს თქვიფეთ, შეძლებისდაგვარად დიდხანს, დაუმატეთ ვანილი, 100გრ კარაქი ან მარგარინი "დაჩა", 3 პაჩკა (25გრამიანი) კაკაო, 500გრ მაწონი, 2ჩ/კ სოდა 2ჩ/კ ძმრით და 3 ჭიქა ფქვილი, ესეც 200გრამიანი ჭიქით. კარგად ათქვიფეთ, დაასხით თბილ ჟარონაზე რომელსაც არაფერს არ წაუსმევთ. მე გამოვაცხე 160°-ზე 30წთ, ბოლოს ჩხირით მაინც გასინჯეთ, ყველა ღუმელს სხვადასხვა დრო ჭირდება.
კრემი: 2 ცალი მოხარშული სგუშონი და 300გრ კარაქი ან დაჩა ათქვიფეთ კარგად, დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი უნალექო ყავა, 1 სუფრის კოვზი კონიაკი და ვანილი. ეს მასა მოასხით გაციებულ ბისკვიტს და ზემოდან დაახეხეთ შავი შოკო