ბებიას ხსოვნას...
სოფელში, როდესაც ჩავიდოდი, ხან კუხნის წინკარში დამჯდარი დამხვდებოდა, ხმელი ბამბუკის ჯოხით ხელში, ხანაც ბოსტანში მოფუსფუსე. აბრეშუმის გრძელი კაბის წინა, განიერ ჯიბეში ყოველთვის ეყარა ტკბილეული, კაკალი, თხილი, კარალიოკის ჩირი, მალინა და სხვა ნობათი, რომელსაც მისვლისთანავე მომაწვდიდა: -ჭამე, ბებომ გენაცვალოსო.
ოთხმოც წელს მიღწეულს მაღალი წნევები აწუხებდა. საწოლზე წამოწვებოდა და მალევე ჩათვლემდა. როცა მშვიდად ეძინა, შეშინებულს ხშირად გამიღვიძებია. თვალებს დაჭყეტდა და უკვე გამოფხიზლებული მკითხავდა:
- რა მოხდა ბებია, ხომ მშვიდობა გვაქვსო?!
- არაფერი, ისე გაგაღვიძე- მეთქი, ვუპასუხებდი უხერხულობის განცდით.
ერთხელ, როდესაც გავაღვიძე, რბილი გაბრაზებით მისაყვედურა: - ბიჭო რატომ მაღვ