- ერთად რატომ აღარ ხართ, ხომ გიყვარდა? - ჰო, მიყვარდა, მაგრამ ზოგჯერ ადამიანი თავისივე ქცევებით უსვამს ხაზს საკუთარ თავს. - ეგ როგორ მოხდა? - მე როცა მიყვარდა მას არ ადარდებდა ჩემი გრძნობები. ფიქრობდა, რომ სულ მეყვარებოდა, სულ ვაპატიებდი, სულ აღტაცებული ვიქნებოდი მისით. - მერე? - მერე დრო და დრო მივხვდი, რომ ასეთი ურთიერთობა მანგრევდა და ნელ-ნელა ყველაფერი სულერთი ხდებოდა ჩემთვის. - ახლა? - ახლა როლები გავცვალეთ. ის ხშირად რეკავს, სანახავად მოდის, ამბობს რომ უჩემოდ არ შეუძლია. - და შენ? - მე? მე მის გარეშე უფრო კარგად ვგრძნობ თავს. სულ ასეა, ადამიანები რასაც არ აფასებენ, მუდამ კარგავენ, მერე კი მისტირიან დანაკარგს.