უშენობა უბერავს და ძალიან შემცივდა,
გარეთ ცივი სუსხია, თითქოს თოვაც შემცირდა,
და ლექსებსაც უშენობით, კვლავ დაედო მტვერი,
კვლავ ნამიან ფანჯრიდან, კი რაღაც ახალს ველი…
გაურკვეველ ნოტს ვგავარ, აუღებელ აკორდს,
დაკარგული როიალი, ბეთჰოვენს რომ ნანობს…
ღმერთო ნეტავ იცოდე, ახლა როგორ მჭირდები,
ვიცი რომ არ მიშველის, ეს სტროფი და რითმები,
გარეთ თოვამ იმატა, თითქოს ფიფქებს მივყვები,
უშენობით ძვირფასო, აღარ მყოფნის სიტყვები…
ვეღარაფერს ვპოულობ და აქ მომიწევს დაცდა,
ალბათ ჩემი გაკვეთილი, დიდი ხნის წინ გაცდა…
თვალსაც ბინდი გადაეკრა, ვეღარაფერს ვხედავ,
თავხედობის ზღვარს ვცილდები, უკვე რამდენს ვბედავ,
და მომიწევს, ალბათ ისევ კვლავ სტროფების ქარგვა,
და იმ ნოტის გამოცნობა, იმ აკორდზე დაკვრა…
უშენობა უბერა