მოყვასნო გილოცავთ უდიდეს დღესასწაულს, დღესასწაულს რომელიც არის კაცობრიობის ხსნის დასაწყისი...
ამ დღეს ყოვლად წმინდა მარიამთან ერთად მთელ კაცობრიობას ეუწყა, რომ ღმერთმა ადამიანი სიკვდილისა და ცოდვის სამუდამო ტყვეობისგან იხსნა...
გეწეოდეთ ხარების მადლი, გფარავდეთ და შეგწიოთ უფალი და დედა ღვთისა
ამენ!
დაინახა რა ღმერთმა ღვთისმშობლის საოცარი უბიწოება და სიწმინდე, მასთან მაცნედ მთავარანგელოზი გაბრიელი გააგზავნა, რომელმაც ქალწულ მარიამს საოცარი სიტყვები გამოუცხადა: „გიხაროდენ, მიმადლებულო! უფალი შენ თანა. კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის. აჰა, ესერა, შენ მუცლადიღო და ჰშვე ძე და უწოდი სახელი მისი იესუ"
რატომ სანტა კლაუსი და არა თოვლის პაპა/ბაბუა?
ამ ერთი შეხედვით უმნიშვნელო ფაქტს აუცილებლად სჭირდება ყურადღების გამახვილება და დაკვირვება. მითური ადამიანის სახის არსება, რომელიც ასოცირდება ახალ წელთან, მსოფლიოს მრავალი ქვეყნის კულტურაში გვხვდება. თოვლის პაპის/ბაბუის კულტი უკავშირდება ქრისტიანულ წმინდან ნიკოლოზს, თავისი მნიშვნელობით თოვლის პაპას/ბაბუას მეტად უახლოვდებიან სხვადასხვა ევროპულ კულტურებში არსებული საახალწლო და საშობაო არსებები, მაგალითად, სლავური დედ მოროზი, ფრანგული პერ ნოელი, გერმანული ვაინახტსმენი, იტალიური ბაბო ნატალე, ინგლისური ფაზერ ქრისმასი და ამერიკული სანტა კლაუსი.
თოვლის პაპა/თოვლის ბაბუა ქართული წარმოშობის მითოლოგიურ-ზღაპრული პერსონაჟია. თოვლის პაპის/ბაბუის საცხოვრებლად