არ გეშინია რომ შეგეჩვიო?
რომ შემიყვარდეს შენი თვალები?
რომ ყველაფერი გადამავიწყო
და გავხდე მსხვერპლი შენი გრძნობების?
არ გეშინია ამ სიყვარულის?
რომელსაც ზღვარი საერთოდ არ აქვს.
რომ იმართება პირდაპირ გულით
და ემოციებს რომ ვეღარ მალავს.
არ გეშინია? უსასრულობის?
ის რაც ჩემშია დაუსრულებლად?
კი არ გაშინებ, უბრალოდ.. მგონი,
მე მეშინია ეს შეყვარება.
არც შეგეშინდეს, თუ შეგეჩევი,
თუ შენი ნახვა მექცა ოცნებად.
არ შეგეშინდეს იმ ეფექტების,
რაც ამ სიყვარულს მერე მოყვება.