ინანებ, ერთ დღეს უჩემობას მართლა ინანებ!
მოგენატრები! დამიჯერე მწარედ იდარდებ...
ერთ დღეს შეგიპყრობს უჩემობის ძლიერი სენი,
აღარ გიშველის იმის თქმა, რომ შენა ხარ ბრძენი!
ინანებ, ალბათ, იმ მძიმე წუთს, როცა დამკარგე,
ხელი გამიშვი და ეს ბედიც თავად განკარგე...
გახსოვს? შენს გულში ჩემი გულიც ძგერდა აქამდე,
სიცოცხლე არა! შენ ცხოვრების აზრი დაკარგე!
ინანებ იმ დროს, რომ მიყვარდი თავდავიწყებით,
არ მოგასვენებს ფიქრი, დარდი, წარსულის ხმები...
დაგესიზმრები, რომ სიყვარულს კვლავაც მპირდები,
გაგეღვიძება და მე შენთან აღარ ვიქნები!
ინანებ იმ წამს, პირველად რომ ჩემს ტუჩს შეეხე
და შეიგრძენი სიყვარულით აღსავსე ვნება...
დაგტანჯავს ფიქრი, იმ მომენტის მე, რომ შემეხე,
მაგრამ ოდესღაც თურმე ყველა შუქურა
რომ არ მწერ და არ მკითხულობ-
ეგრე სადა წერია?
ჩემი გული შენ გაჩუქე,
ახლა შენი ჯერია.
მოიწერე როგორა ხარ,
მოწყენილი არ იყო...
სუ, სუ მალე გინახულებ-
სიყვარული გავიყოთ,
თორემ უკვე ცუდათა ვარ
რაღაც უცხო სენითა,
მგონი ბევრი ფიქრითა და
მგონი უფრო შენითა...
მართლა მაგრად გამაბრაზე-
გადამრიე ოცნებით,
შენ ჯავრს მერე ამოვიყრი,
როცა დაიკოცნები.
შენი აღარ გეგონება
თვალები და ხელები,
ისე მაგრად ჩაგიხუტებ,
ისე მოგეფერები.
მინდა ჩვენზე ჭორაობდეს
ყოველღამე ქუჩები,
ტუჩზე უნდა დავიწებო
ეგ ბუტია ტუჩები...
აუ, როგორ მენატ
ყველა ნაჩხვლეტი გულზე მატყვია,
მოურჩენელი დამრჩა იარად,
ვისაც კი გული გადავუშალე,
ყველამ ტკივილად გადამიარა.
ნდობა დავკარგე, ნდობა კაცისა,
სიტყვას რომ ანდობ და რომ გაგიგებს,
არ მიგატოვებს გზაში უმზეოს,
ზურგს უკან ანდერძს რომ არ აგიგებს,
ყველა ნაჩხვლეტი მტკივა საშინლად,
გულზე მაწვეთავს სისხლის წვეთებად,
ისეთ მეგობრის მწამს და ვაღმერთებ,
კლდის პირას ხიდად რომ გაგედება.
თუ მეგობარი გქვია სახელად,
ფეხებთან მახეს ნუღარ დამიგებ,
თუ რამე წყენა გულში გაივლე,
მოდი და მითხარ, უფრო გაგიგებ.
არავის ვკარგავ, არავის ვეძებ
და უმიზეზოდ არავის წავშლი,
ვინც მეგობრობის ფასი არ იცის,
დრო ჩემს გულიდან თავისით წაშლის.
ყველა ეკალი რომ ამოვიღო,
შრამად დარჩება გულში ნაჩხვლეტი,
რადგან არასდროს აღარ მთელდება,
თუმ