აქამდე, სად მემალებოდი?! უჩემოდ გაგყავდა წლები?! გგონია არ გეძებდი?! გგონია არ მიყვარდი?! ო, როგორ ცდები! ჩემთან წამოსულმა დააგვიანე... ვისთან შეისვენე ან სად?! მითხარი, პირველად როდის მიხვდი, უჩემოდ რომ არ ხარ არსად... არავის ეძებდი, არავის ელოდი, არ იყურებოდი ცაში?! ვისით მოიხიბლე, ვისით განიხიბლე, ვისი იყავი მაშინ?! ასეთი უჩემობა, ასეთი უშენობა, გაგრძელდა რამდენი წელი... გზის დასაწყისიდან, ოდესღაც წამოსულს, გზის ბოლოს მორჩილად გელი. თვალი გაახილე, გესმის ჩემი სუნთქვა? უკვე მოხვედი, აქ ხარ! სიცოცხლის ბოლოს ნანახს, ნუთუ მიმატოვებ, ნუთუ ჩემგანაც წახვალ?! ხელი მოაცილე, თვალები დამანახე, თვალები არ ცრუობენ შენი. უშენოდ მეც არა ვარ...თვალებში ჩამხედე, ჩამხედე და მითხარი: ,, ვრჩები"!
მამაო, აქა ვარ ცოდვებით უძღები,
შენთან მოვიტანე სულის იარები,
არ ვიცი სიმძიმეს რარიგად ვუძლებდი,
ან რა გაძლებაა, ვეღარ ვიარები.
ტაძრებში გეძებდი მესმოდა ძახილი,
მადლობა, რომ ეს ხმა არ დარჩა ამაო,
მოვედი ცოდვისგან სინდისით დახრილი,
ლოცვებით გამათბე, შემცივდა მამაო.
ფიქრები რა არის, გიმხელ და მრცხვენია,
შენს გულთან ვდგავარ და უსიტყვოდ გენდობი,
სულის გზებს გაბარებ ცრემლების ფერიანს,
ლოცვებით მოველი წყალობას შენდობის.
მამაო, შენს თვალებს ფერი აქვს ნათელი,
მე მისი ჩრდილი ვარ_ მზრუნველობ და როცა,
მოვდივარ, მძიმე მაქვს ცრემლი და სათქმელი,
მსუბუქად მივდივარ, როდესაც დამლოცავ.
ჩემი რომ მეგონა იმ სიზმრებს გიყვები
და თითებს ცრემლიანს ბავშვივით ვიწვალებ,
უშენოდ სხვა გზას და ბილ
დამელოდე, მე უთუოდ მოვალ შენთან,
გაკოცებ და ჩემსკენ ნაზად მიგიზიდავ,
არ იფიქრო, რომ სიშორით დრო გაჩერდა,
რომ ცხოვრების განთიადი მიიბინდა.
დამელოდე, მე უთუოდ დაგიძახებ,
რადგან მხოლოდ შენი ნატვრა მასულდგმულებს,
მთვარის შუქზე ჩამომადე თავი მხარზე
და "მიყვარხარ"_უსასრულოდ მაჩურჩულე.
დამელოდე, დრო ლოდინით თუ არ დაგღლის,
თუ ცოდვისთვის მიტევება შეგიძლია,
ყველა გრძნობას, ფიქრად ქცეულს,
შენ გაჩუქებ მხოლოდ,რასაც ჩემი ჰქვია.
და იმ ცაზე, საიდანაც თოვდა სევდა,
დაგანახებ ტრფობის ქარით დაშლილ ღრუბლებს...
დამელოდე, მე უთუოდ მოვალ შენთან
და ოდესმე გულში მაგრად ჩაგიხუტებ....
. . .
გაუშვი, წავიდეს, ვისაც არ უნდიხარ!
წამით არ იფიქრო შენს თავზე ცუდი ხარ!
რადგანაც წასვლა სურს, რად გინდა ბორკილი,
თუკი არ გნატრობს და თუკი არ სწყურიხარ!
მშვიდობით იაროს არჩეულ ბილიკზე,
იქნება მიხვდეს და ერთ დღსაც გინატროს.
სიმშვიდის მალამო წაისვი ტკივილზე,-
ვისაც არ სჭირდები,-კეთილად იაროს!
ოღონდაც ფიქრები აკრძალე უთუოდ,
საგზლებად ჩაუწყვე ის გულისწყვეტები...
შენ კიდევ იცხოვრებ ლურჯ ცის ქვეშ უღრუბლოდ,
შენს თვალებს არ მოხვდეს სევდების წვეთები...
გაუშვი, წავიდეს...მშვიდად და სიწყნარით.
აღგავე სულიდან რაც იყო მანამდე.
ნაკვალევს გაუსვი სინათლის ფერები,-
შენს თავს დაუბრუნდი ოღონდაც გაცლამდე...
წასვლამდე მიიღე რაც გულით გაეცი,-
მერე კი მშვიდობით, სადაც სურს იაროს!
ამაყი დარჩები, რომ აღარ